42° პარალელი - ნურ-სულთანი ნაზარბაევის გარეშე

ჯერ კიდევ გასულ, 2021 წელს ყაზახეთი განვითარებულ ავტოკრატიად ითვლებოდა. ძალაუფლების ტრანზიციის ყაზახური ფორმატი მოსკოვში ცოცხალ ინტერესს იწვევდა. თუმცა ყველაფერი 2022 წლის დასაწყისში, რამდენიმე დღეში შეიცვალა: მმართველ რეჟიმს დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე დიდ საპროტესტო აქციებთან გამკლავება და ამ მიზეზით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის, ანუ რუსეთისთვის დახმარების თხოვნაც მოუწია. მოვლენათა ქაოსში რთულია მნიშვნელოვანი დეტალების გაანალიზება, თუმცა ერთი რამ ნათელია: ნურსულთან ნაზარბაევის ეპოქა ყაზახეთში დასრულდა.

42° პარალელი