ცენტრალურ მაგისტრალებზე უამინდობის გამო შეზღუდვებია. ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიურად თოვს. ნატახტარიდან რიკოთის გვირაბის ჩათვლით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება.
ადგილზე მუშაობს ტექნიკა. აიკრძალა გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. შეზღუდვა ვრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე. აკრძალულია მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.