ძებნა-შველის ოპერაცია

დღესაც უშედეგოდ დასრულდა სამაშველო ოპერაცია ბაკურიანში, სადაც უკვე მესამე დღეა, თოვლის საფარქვეშ მოყოლილ მამაკაცს ეძებენ. უამინდობისა და მიუდგომელი ადგილის გამო, მუშაობას ვერ ახერხებენ მაშველები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ზვავი ბაკურიანში მაშინ ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთის – 48 წლის კაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მაშველებთან ერთად ჩართულია ადგილობრივ მოხალისეთა ჯგუფიც.