მეწყრული პროცესები საქართველოში

გასული კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სტიქიური პროცესებით გამოწვეულმა ტრაგედიებმა შეძრა.

თოვლისა და წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ზვავები და მეწყერები გაააქტიურა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა აჭარასა და იმერეთში. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთის ფერდიდან წამოსულმა მიწის მასამ ოთხი სახლი წაიღო და ცხრა ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე შეიწირა.