ძლიერი წვიმა დედაქალაქში

12:05, 07.07.2024

ძლიერმა წვიმამ და ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, წაქცეულია ხეები და დაზიანდა ავტომობილები. რამდენიმე საათის განმავლობაში, უსაფრთხოების გამო გადაკეტილი იყო ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი. თამარაშვილის ქუჩაზე კი ქარმა ბანერი წააქცია. ბახტრიონზე ხის წაქცევის შედეგად დაზიანდა ავტომობილები. საბედნიეროდ არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

მსგავსი