ვითარება ფსიქიატრიულ კლინიკებში 

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული ვითარება ქვეყნის გამოწვევად რჩება.

მძიმე წასაკითხია სახალხო დამცველის ახალი ანგარიში. სამ ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ ომბუდსმენის აპარატი ასკვნის, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი არცერთ დაწესებულებას განუცდია. ძირითად პრობლემად სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გადატვირთული პალატები, პაციენტების მიმართ უხეში მოპყრობა და პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია სახელდება. ცალკეულ შემთხვევებში საუბარია დამამშვიდებლების არამიზნობრივ გამოყენებაზეც. გამოსავლად სახალხო დამცველის აპარატს მსგავსი დაწესებულებების დახურვა და მცირე ტიპის საცხოვრებლების მოწყობა მიაჩნია.

თბილისის ორ და სენაკის ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე მომზადებულ დასკვნას ადრესატთა არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.