ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან ერთად გამართა. ლევან იოსელიანმა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოში რელიგიური თავისუფლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითადი ტენდენციების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა.

„ტოლერანტობის ცენტრის ანგარიში“ „რელიგიის თავისუფლება საქართველოში 30 წელი“ ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა წარადგინა. ტრადიციულად გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოების ცერემონია და ფოტოგამოფენა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება.