ომბუდსმენის გამოხმაურება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ფაქტს ეხმაურება სახალხო დამცველიც, რომელიც მომხდარს შემაძრწუნებელს უწოდებს. ომბუდსმენის თქმით, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც ბავშვთა ქორწინების შემთხვევები, ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. მისივე აზრით, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საკითხი სისტემურ მიდგომას საჭიროებს.