ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ ადვოკატები. საქმეში ორი ბრალდებულია. ერთს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება პროკურატურა.

ინტერესების დამცველები ორივე მათგანს, ეთნიკური ნიშნით ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ადვოკატები საქმეში ახალ გარემოებაზე, კონკრეტულად კი, მოწმეების ჩვენებაზე მიუთითებენ.

დამადასტურებელი მტკიცებულებების შემთხვევაში პროკურატურაში მუხლის გადაკვალიფიცირებას არ გამორიცხავენ.

შემთხვეევა 30 სექტემბერს მოხდა.