ვენეციის კომისიის შეფასება

სისხლის სამართლის რეფორმის კონცეფციაზე ვენეციის კომისიის დასკვნა ცნობილია.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს კომისიის ექსპერტები დადებით შეფასებას აძლევენ, თუმცა აქვთ რეკომენდაციებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ კონკრეტული საქმის გამოძიების დროს გამომძიებლის და პროკურორის ფუნქციები და უფლებამოსილება მკვეთრად იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული. პროექტის მიზანი გამოძიების ეფექტურობის გაზრდაა, რისთვისაც გამომძიებლების გადამზადება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ამოქმედებაც იგეგმება.