უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე

რამდენად შეამცირა რეგულაციებმა შრომის ადგილებზე უბედური შემთხვევები: სტატისტიკა აჩვენებს, რომ შრომითი უსაფრთხოების კუთხით კონტროლის გამკაცრებიდან ხუთი წლის თავზე გარდაცვალების მაჩვენებელი 41%-ით შემცირდა. თუმცა გატარებულ ზომებს მაინც არასაკმარისად მიიჩნევენ პროფკავშირები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან შედარებით, უბედური შემთხვევების სამჯერ მაღალ სტატისტიკაზე მიუთითებენ. ამ მხრივ გამოწვევად რჩება მშენებარე ობიექტები. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ მშენებლობებზე მოდის.