უნიკალური ლაბორატორიის რეაბილიტაცია

ტექნიკურ უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი ხიდებისა და გვირაბების მდგომარეობის დასადგენად აუცილებელ მოწყობილობებზე, აპარატურისა და ინვენტარის, მათ შორის რეგიონში პირველი ავტომობილის შეძენაზე, რომელშიც დამონტაჟებულია ყველა საჭირო აღჭურვილობა. პროექტი, ასევე ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების გადამზადებას.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 6.5 მილიონი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მოინახულა. ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრის მხარდაჭერის პროექტი 2019 წლის ბოლოს დასრულდება.