საბავშვო ბაღების მშენებლობა კახეთის რეგიონში

კახეთის რეგიონში 21 საბავშვო ბაღი შენდება. სოფელ ძველ ანაგაში უკვე დასკვნით ეტაპზეა 75 აღსაზრდელზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობა. სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი გაეცნო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.