„უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ - ქართველებისა და უკრაინელების ერთობლივი სახალხო ღონისძიება
ჩუღურეთის რაიონში, კიევის ქუჩაზე, ქართველებისა და უკრაინელების ერთობლივი სახალხო ღონისძიება გაიმართა. „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ – ასე ჰქვია ერთდღიან ფესტივალს, რომლის მიზანი კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაა.
ღონისძიების ფარგლებში, ქუჩა ორი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკით გაფორმდა, რამდენიმე გამოფენაზე უკრაინული ტექსტილისა და ხელნაკეთი ნივთების ჩვენება მოეწყო და მუსიკალური ნომრები შესრულდა.
„უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერითა და უკრაინის საელჩოსა და დიასპორის მონაწილეობით გაიმართა.