ბრიფინგი უკრაინის საელჩოში

„მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებებს, რომელიც აგრძელებს კოორდინაციას ევროპულ ბანკებთან. ველოდებით საქართველოს მთავრობისგან შემდგომ ნაბიჯებს“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის შედეგად, ორი მილიონი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობები აკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც საცხოვრებლის დატოვება იძულების წესით უწევთ. ამასთან, ანდრეი კასანოვმა საქართველოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გამო მადლობა გადაუხადა.