ანდრეი კასიანოვის განცხადება

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს გავლით ტვირთების კონტრაბანდის ორგანიზებას ეხებოდა, საქართველოსა და უკრაინის შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება. დიპლომატმა განცხადება ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომ ოფიციალური თბილისი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს ელოდება. კასიანოვი მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა, რომ შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია გრძელდება. ბრიფინგზე მან გასული ერთი კვირა შეაჯამა. კასანოვი მადლობას უხდის საქართველოს უკრაინიდან ლტოლვილების მიღებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენისთვის. მისი ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის 20 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 2500-მდე ბავშვია. ანრდეი კასანოვის თქმით, რადა-ს თავმჯდომარემ უკრაინაში, კონკრეტულად კი ბუჩაში არსებული ვითარების გასაცნობად მიიწვია სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, მათ შორის მიწვევა გუშინ გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს., თუმცა დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოდან ოფიციალური დასტური ჯერ არ მიუღია.