ჰუმანიტარული დახმარების აქცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას შეუერთდა საკალათბურთო გუნდი „თსუ“. მათ პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები შეაგროვეს. ტვირთის პირველი ნაწილი საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით უახლოეს დღეებში გაიგზავნება.