შეხვედრა უკრაინის საელჩოში

ამ წუთებში, 24 თებერვლის უკრაინის სოლიდარობის აქციის ინიციატორები – ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარია საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს ხვდებიან. მათ საელჩოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს. მათი განცხადებით, დიპლომატთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა იქნება, თუ რას აპირებენ უშუალოდ აქციაზე.