უკრაინელი ბავშვები ქართულ სკოლებში ისწავლიან

98-ე საჯარო სკოლაში, სადაც უკრაინელი ბავშვები სწავლობენ, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა. განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად, ის სასწავლო პროცესს გაეცნო. აღნიშნულ სკოლაში 17 უკრაინელი ბავშვი სწავლობს. ამ დროისათვის, არსებული მონაცემებით, თბილისისა და რეგიონების სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 250 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 190 სასწავლო პროცესში უკვე ჩაერთო.