ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ უკვე შევაჩერეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55 პროცენტზე მეტი
ჩვენ უკვე შევაჩერეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55 პროცენტზე მეტი, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ მიხაილ დრაპატოის მოხსენების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის დარტყმებისა და დეესკალაციაზე უარის თქმით ფონზე, ეს კიევის სრულიად სამართლიანი პასუხია.
„დღეს მიხაილ დრაპატოიმ უკრაინის გრძელვადიანი სანქციების შესახებ მომახსენა. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე ვხედავთ შედეგებს. საერთო ჯამში, ჩვენ უკვე შევაჩერეთ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 55 პროცენტზე მეტი. ოქტომბერში რუსეთის დანაკარგები 50 000-ზე მეტია, დაღუპული და დაჭრილი. ანალოგიურად მაღალი მაჩვენებელი ნოემბერში უნდა დავინახოთ. ჩვენს ჯარებს შეუძლიათ ხაზის შენარჩუნება და მე მადლობელი ვარ მათი ამისთვის. ჩვენმა პარტნიორებმაც იგივე უნდა გააკეთონ და მხარი დაუჭირონ მათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მალე უკრაინა გამოაქვეყნებს მიმოხილვას, სადაც ნათქვამი იქნება, თუ რომელი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას რეალურად და რომლები არა.
„ჩვენ ასევე ვამზადებთ უკრაინის მხარდამჭერი არსებული კოალიციების მუშაობის მიმოხილვას: რომელი მათგანი ნამდვილად ასრულებს თავის ამოცანებს და რომელი, გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფრით გვეხმარება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.