ევროკავშირი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართვას ელის

21:38, 16.11.2026

თვეების განმავლობაში სამმხრივი მოლაპარაკებების მიღმა დარჩენილი ევროკავშირი – დიალოგში ჩასართავად ემზადება.

ფორმატი შეთანხმებულია, ევროპამ უარი თქვა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან კოლექტიური დელეგაციით წარდგება. ევროკავშირის კონკრეტულ წინაპირობასაც აყენებს – ჯერ ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ დიალოგი – ასეთია ბრიუსელის პოზიცია, სადაც დღეს სანქცირებული რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების სია კიდევ უფრო უკრაინის მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების გათვალისწინებით, კრემლი სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. სწორედ უკრაინის საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის, ჩინეთის და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზეც. ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა კიდევ ერთი საკითხია, რაც ევროპის უკმაყოფილებას იწვევს. ევროპელი ლიდერების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მესამე ძალა არა რუსეთი, არამედ ევროპაა.

მსგავსი