პანელური დისკუსია

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლისთავზე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის, უკრაინის საელჩოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პანელური დისკუსია იმართება. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეები იმსჯელებენ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დღეს არსებულ ვითარებაზე, ომის დამთავრების პერსპექტივასა და არსებულ გამოწვევებზე. დისკუსიას შემდეგ დაგეგმილია უკრაინაში ქართველი მოხალისე მებრძოლების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება.