განცხადება უკრაინის საელჩოში

15:24, 28.03.2022

უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები კი საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდიან. თუმცა, უკრაინის ელჩი როდის დაუბრუნდება საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას თბილისში, ამ დრომდე უცნობია. საელჩოში აცხადებენ, რომ საკითხზე კვლავ კონსულტაციები მიმდინარეობს. დღევანდელ ბრიფინგზე დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრეს. ომის დაწყების დღიდან დღემდე, საქართველოდან უკრაინაში 710 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი. საელჩოს ანგარიშზე კი სოლიდური თანხებია ჩარიცხული.

 

მსგავსი