უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

შოუმენობიდან პრეზიდენტობამდე. ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია. პეტრო პოროშენკო დამარცხებას აღიარებს და ოპოზიციაში მიდის. ყოფილი მსახიობი და იუმორისტი კი ქვეყნის სამართავად ემზადება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს.

მოგვბაძეთ,- ასეთია ზელენსკის გზავნილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მისამართით.

ახლა საინტერესოა, როგორ დაკომპლექტებს ყოფილი შოუმენი საკუთარ მინისტრთა კაბინეტს და ითანამშრომლებს თუ არა ახალი პრეზიდენტი პარლამენტთან, სადაც უმრავლესობას ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს პოლიტიკური ძალა ფლობს.