უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

კანდიდატებს შორის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი არიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და 20 საათზე დაიხურება.

ქვეყანაში მოქმედებს 30 ათასამდე საარჩევნო უბანი, 102 საარჩევნო უბანი გახსნილია საზღვარგარეთ, მათ შორის ერთი საქართველოში. რეგისტრირებულია 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნებს მონიტორინგს უწევს 22 ქვეყნისა და 19 საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ათასი დამკვირვებელი.