უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 22 პარტიას შორის უწევთ.

წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი პარტია უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზეა ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს.

რადაში სავარაუდოდ მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“ და იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური ძალა.

არჩევნების მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, რომ „ხალხის მსახური“ უმრავლესობის დამოუკიდებლად მოპოვებას შეძლებს, თუ კოალიციის ფორმირება გახდება საჭირო.

რადაში სულ 424 ადგილია. მეცხრე მოწვევის რადას პირველი სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.