უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დღეს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი სახის აგიტაცია იკრძალება. საარჩევნო უბნები ხვალ ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან  ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი  იულია ტიმოშენკო. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი მათგანი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.

არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით, ხმის მიცემის უფლებით უკრაინის ყველა მოქალაქე სარგებლობს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. არჩევნების დასრულების შემდეგ ეგზიტპოლები გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი