მარკო რუბიო – სახიფათო იქნება, თუ აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს რეგულარული დიალოგი არ ექნებათ, შეუძლებელი იქნება მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სასარგებლო შედეგის მიღწევა

23:04, 20.11.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, სახიფათო იქნება, თუ შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის რეგულარული კომუნიკაცია არ იარსებებს.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუბიომ დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის სამმხრივი შეხვედრა სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები დიპლომატებს შორის დიალოგის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

„თუ ამ ლიდერებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება, დიალოგის წარმოება და პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება არ შეეძლებათ, ისეთი შედეგის მიღწევა იქნება შეუძლებელი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, უმაღლეს დონეზე ურთიერთობების განვითარება დიპლომატებს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძონ მუშაობა საერთაშორისო პრობლემების გადასაჭრელად.

მსგავსი