გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში განათლებისა და სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო აღდგენის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა

23:35, 20.11.2026

გერმანიის 80-ზე მეტ ქალაქში ათასობით ახალგაზრდა საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. დემონსტრანტები განათლებისა და სოციალური სფეროს დაფინანსების გაზრდას, კლიმატის დაცვასა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესაძლო აღდგენას.

უცხოური მედიის ცნობით, ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ბერლინში გაიმართა. ორგანიზატორების შეფასებით მასში 10-დან 15 ათასამდე ადამიანი მონაწილებდა.

საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორია მოძრაობა Gen Z regelt – „თაობა Z წყვეტს“.

მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებას სკოლების, ფსიქოლოგიური დახმარებისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდებენ.

ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანია მთელი გერმანიის მასშტაბით სტუდენტური და მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობის ჩამოყალიბება.

აქციები გაიმართა კიოლნში, ფრანკფურტში, ბრემენსა და ჰანოვერშიც. ფრანკფურტში, წინა დემონსტრაციების დროს მომხდარი არეულობის გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლების უმეტესობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალგაზრდული საპროტესტო აქციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო ახალგაზრდული გაფიცვის ფარგლებში დემონსტრაციებმა, სულ მცირე, 25 ქვეყანა მოიცვა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი და ხორვატია.

მსგავსი