უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი იბრძოლებენ.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომელის მიხედვით დათვლილია ხმების 75 პროცენტამდე და ამ დროის მონაცემებით, ზელენსკის ხმათა 30.46 პროცენტი აქვს, პოროშენკოს 16.16, ტიმოშენკოს კი 13.15 პროცენტი.

არჩევნების პირველი ტურის მიმდინარეობას დადებითად აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაიწყეს მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და მსახიობ ვლადიმირ ზელენსკის შტაბებმა.

„ბატკივშინას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ კი შედეგების გამოცხადებიდან მალევე უნდობლობა გამოუცხადა მონაცემებს და თქვა, რომ მისი პარტიის გამოკითხვით ის მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა დღეს ტიმოშენკოს დამატებითი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბოლო ცნობებით კიევიდან გურამ როგავა ისაუბრებს.