არჩევნები უკრაინაში - სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადება

ვინ გახდება უკრაინის მე-6 პრეზიდენტი. ამომრჩეველი ამას მეორე ტურში გადაწყვეტს.

საპრეზიდენტო რბოლაში მხოლოდ ორი კანდიდატი რჩება. პირველი ტურში საუკეთესო შედეგის მქონე, მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ხმების 80 პროცენტამდე უკვე დათვალა, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნების მონაცემებიც.

კომისიაში ჩატარებულ კენჭისყრას დემოკრატიულს უწოდებენ და იმედოვნებენ, რომ მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

კიევში ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც გამართეს.