საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა სამშვიდობო მისია 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა. დღეიდან მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.
უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ 22-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველებთან სამსახური საამაყოა. სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა და ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს, მედლებით „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და„გიორგი ანწუხელიძე“. ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.