უაქციზო პროდუქციის შენახვის რვა ფაქტი გამოვლინდა

დაკავება მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე.

რვა ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.