ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით.

დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.