ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება – გასაღების ფაქტი გამოავლინა.

დაკავებულია ორი პირი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით.

დანაშაული 7-დან – 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.