გახსნილი დანაშაული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა.

დაკავებულია ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, მას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაასაქმებდა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.