საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

დაკავება საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში შემოიტანეს 41 286 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რომელიც მოაქციეს საბაჟო სასაწყობო რეჟიმში და საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებული პროცედურების გვერდის ავლით მოხდა მისი რეალიზაცია.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.