საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტები გამოავლინა. პასუხისგებაში მიეცა ოთხი პირი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე, 342-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მეორე ნაწილებით.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი