დაკავება ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე

დაკავება დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა სიგარეტის ნაწარმის მარკირებისათვის განკუთვნილი დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკა. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.