ლაურა ღაჭავას ბრალი წარედგინა 

ლაურა ღაჭავას სახელმწიფოსთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზარალის მიყენებას ედავებიან. გამოძიების საგანია ბიზნესმენის მფლობელობაში არსებულ კომპანიებში 2013 წლიდან მიმდინარე ფინანსური ოპერაციები.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, ხდებოდა საგადასახადო დეკლარაციების გაყალბება და ყალბი ხელშეკრულებების გაფორმება, რითაც ბიზნესმენი უკანონო მატერიალურ სარგებელს იღებდა.

„ლილო სითის“ მფლობელს ბრალი უკვე წაუყენეს და 15-ტომიანი საქმის მასალებიც გადასცეს. დეტალების გაცნობამდე ღაჭავა დუმილს ამჯობინებს, თუმცა საქმის მიღმა პოლიტიკურ ინტერესებს ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სასამართლოს, რომელიც ბრალის წარდგენიდან 48 საათის ვადაში უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი