უამინდობა საქართველოში

უამინდობის გამო, საავტომობილო გზების ნაწილზე დაწესებული შეზღუდვები ჯერ ისევ ძალაში რჩება. კობი-გუდაურის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.

ჟინვალისა და მლეთას მონაკვეთზე კი, უკვე რამდენიმე დღეა მგზავრებისათვის გადაადგილება შეზღუდულია. სატვირთოების მძღოლები დახმარებას ითხოვენ. პრობლემები შექმნა ქვეყნის რიგ რაიონებში ძლიერმა ქარმაც. ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში კი, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც სპეციალისტების ვარაუდით, კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.