პრობლემები შექმნა უამინდობამ, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძლიერი ქარის გამო, გუდაურში ამ დროისთვის მხოლოდ პირველი საბაგირო მუშაობს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროების გათიშვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს. კურორტი გუდაური დილით სრულად დაიკეტა. ჩაიშალა ფრისტაილში საქართველოს თასის ეტაპი.
ინტენსიური თოვის გამო მცირე შეფერხებაა რიკოთის უღელტეხილზე. გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე რჩება სპეციალური ტექნიკა. იყრება ტექნიკური მარილი.
რთულია ვითარება სხვა მონაკვეთებზეც. თოვლისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ჩაკეტილია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზაც.