უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები ნარჩუნდება.
საავტომობილო გადაადგილება შეფერხებულია ტყიბული-ამბროლაურის, საჩხერე-რაჭის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე. მითითებულ ადგილებზე მოძრაობა საერთოდ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები ჩვეულებრივ გადაადგილდებიან. შეფერხებებია მესტიაშიც. სინოპტიკოსების პროგნოზის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, სავარაუდოდ, კიდევ ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს. შვიდ იანვრამდე ცუდი ამინდია მოსალოდნელი. მეტეოროლოგები ქვეყნის უმეტეს რაიონში თოვლს, მაღალ მთაში ქარბუქს, ღამის საათებში კი დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.