ოკუპანტების ტყვეობის მეცხრე დღე.
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში რჩება.
ხურვალეთში მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ამ სოფლიდან ადამიანების გატაცების რაოდენობა იზრდება.
ნახეთ, როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ტყვეობა გამოვლილი ქალები და არსებობს თუ არა მათი დაცვის მექანიზმი.