ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებული ძალები ოკუპანტების წინააღმდეგ სამხრეთის მიმართულებით განაგრძობენ შეტევას ხერსონის გათავისუფლების მიზნით. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები სჭირდება.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთს საბჭოთა პერიოდის შეიარაღება აქვს, რაც გარკვეულ შემთხვევაში, უფრო საშიშია. ამასთან, უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. ზელენსკის თქმით, მხოლოდ პუტინი წყვეტს, შეჩერდება თუ არა რუსეთის არმია.