უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან

რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარზე ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, საკითხზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი. უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი ამ ეტაპზე არ ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

რა ვითარებაში მოხდა მისი გატაცება, ინფორმაციას არ ფლობენ მაჩაბელის ნათესავები. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით კი, მაჩაბელმა ე.წ. საზღვარი სოფელ ქერესთან გადაკვეთა.

დეტალებს ნინო ფისაძე არკვევს.