საქართველოში თვითმფრინავის ნაწილების წარმოება იწყება.
დღეს გახსნილი ქარხანა ჯერ სატესტო რეჟიმში მუშაობს, მომავალი წლიდან კი საწარმო უმსხვილესი ავიამწარმოებლების შეკვეთებზე მუშაობას შეუდგება.
ასეთი ტიპის ქარხანა სამხრეთ კავკასიაში პირველია, რის გამოც, დღევანდელი დღე პრემიერ-მინისტრმა ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლებად შეაფასა.