რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი

თითქმის პარალიზებულია რუსთავის „აზოტის“ საწარმო. გაფიცვა არ წყდება. გაჩერება ემუქრება ქარხანას, რომლის მუშაობას პანდემიის დროს ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდებაზე დამოკიდებული პაციენტებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და ხელფასების გასაზრდელად დაწყებული მწვავე პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. 75-წლიანი ისტორიის მქონე ქიმიური საწარმოს შესასვლელი გაფიცულ მუშებს გადაკეტილი აქვთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თანამშრომლები უფრო მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან. მუქარის ფონზე საპასუხო ზომებს აანონსებს ქარხნის ადმინისტრაციაც.

კრიზისული სიტუაციის განმუხტვას და გაფიცულებსა და ადმინისტრაციას შორის შუამავლობას პროფკავშირები ცდილობს, თუმცა მენეჯმენტთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

დატოვე კომენტარი