IDS ბორჯომის თანამშრომელთა პროტესტი

კომპანია „აი დი ეს ბორჯომიდან“ გათავისუფლებული 49 თანამშრომელი სამართლებრივ დავას იწყებს. მათ ინტერესებს პროფკავშირები დაიცავენ. პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ დასაქმებულების მიმართვის საფუძველზე მედიაციის პროცესი დაიწყო. „აი დი ეს ბორჯომში“ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. დასაქმებულებმა კი დღეს ნომერ პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან მორიგი აქცია გამართეს და ახალი ხელშეკრულების პირობები გააპროტესტეს.

 

დატოვე კომენტარი