პროტესტი ბორჯომში

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ელოდებიან.

სამუშაო პროცესი ქარხანაში შეჩერებულია. ასევე გაჩერებულია სატვირთო ავტომობილები, რომლებიც მეორე დღეა ქარხნიდან პროდუქციის გამოტანას ვერ ახერხებენ. „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. ადგილზე ჩასულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა კომპანიის წარმომადგენლებთან და გაფიცულებთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაასრულა.